4 მაისს ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით,

multicat=36 გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების ხელმოწერის ცერემონია, იმერეთის რეგიონის საზოგადოებრივ ორგანიზაციებისთვის. “საქართველოს “საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია” არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც 200-მდე ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმებით შექმნილი დოკუმენტია. დეკლარაციის მიზანია წარმოაჩინოს ის უმთავრესი ღირებულებები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, რათა ხელი შეუწყოთ საქართველოს შემდგომ განვითარებას და ევროპულ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას. ღონისძიებაზე ასევე, გაიმართება ახალი მასშტაბური პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეების მიმართ. პროექტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების, სულ მცირე, 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი) კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით”,-აღნიშნულია რადიო “ძველი ქალაქისათვის” მოწოდებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერა იწყება იმერეთიდან და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. ხელმოწერის ცერემონია კაფე-ბარში “ქუთაისი გარდენია”, ვერიკო
ანჯაფარიძის სკვერი (თეთრ ხიდთან) 14 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *