უკვე რამდენიმე დღეა, ქუთაისის ისტორიულ ნაწილში,
multicat=36 “ოქროს ჩარდახის” მიმდებარე ტერიტორია რკინის მესრითაა შემოღობილი. რადიო “ძველი ქალაქის” კორესპონდენტის, მაკო კუხიანიძის მერ გადაღებული ფოტოებით შეიტყვეს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურებში აღნიშნული ფაქტის შესახებ და განაცხადეს, რომ ტარიტორია მერიას არ შემოუღობიათ და ისინი უახლოეს პერიოდში გაარკვევენ ფაქტს.
როგორც არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ბაქარ ჭეიშვილმა რადიო “ძველ ქალაქთან” განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში არსებული სიყვარულის სკვერი აღნიშნული სკვერის მეპატრონეების საკუთრებაა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ “ოქროს ჩარდახსა” და საბაგირო სადგურს შორის მერიას ტერიტორიაზე შემოღობვა თვითნებურადაა გაკეთებული. ოფიციალურ განცხადებას, ბაქარ ჭეიშვილი უახლოეს პერიოდში გააკეთებს.
ფოტოების ავტორი მაკო კუხიანიძე