ქუთაისში საპრივატიზაციო
multicat=36 ქონებაზე ფასები გაზრდილია. ამის შესახებ ქუთაისის მერიაში ეკონომიკისა და არქიტექტურის სამსახურების 2016 წელის მუშაობის პრეზენტაციაზე ისაუბრეს. ქალაქი მერის თქმით, 2017 წლის პირველ თვეში ქუთაისში 1 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გაიყიდა. ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, ადგილობრივი ქონების პრივატიზების კუთხით გასული წელი გამორჩეული არ იყო. “ეს არა არის გამოწვეული იმით, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ეფექტურად ვერ იმუშავა. მინდა გაჩვენოთ აუქციონების სტატისტიკა. 2014 წელს 24 აუქციონი გამოცხადდა, 2015 წელს 20 და 2016 წელს 40 აუქციონი. შედეგი არის, ის, რომ წინა მაჩვენებლები უფრო მაღალია. ამის მიზეზი არის ის, რომ შარშან დავიწყეთ უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური პროექტის შედგენისას, მაგალითად სასტუმროს მშენებლობის პროცესში, საპრივატიზაციო ღირებულების 2 წლიან უპროცენტო განვადებას. პირველი თვითმმართველობა ვართ, რომელმაც ასეთი შეღავათი შემოიღო , რათა მოახდინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, ტურიზმის სტიმულირება”, – განაცხადა ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა პრეზენტაციაზე.
შეხვედრაზე მყოფი არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელები დაინტერესდნენ ძირითად რა ობიექტები ეწყობა პრივატიზებული ქონებების ადგილზე. ქალაქის მერის, შოტა მურღულიას თქმით, ეს არის ავტოგასამართი სადგურები, სადგურები, პროფილაქტიკა. რაც შეეხება კითხვას უფრო რაზეა მოთხოვნა მიწაზე თუ შენობებზე, მერმა უპასუხა, რომ მოთხოვნა თითქმის 50/50-ზეა. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი შენობა გაიყიდება დარჩენილი მიწის ფასი აიწევს.