ყოფილი ახალგაზრდული თეატრის შენობაში
multicat=36 მილიონნახევრიანი ინვესტიცია განხორციელდება, ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა ისაუბრა.
“ყოფილი ახალგაზრდული თეატრის შენობა ავარიულობის გამო ჩვენს მიერ გასხვისდა 2016 წლის ბოლოს გარკვეული პირობებით. კერძოდ, მფლობელმა უნდა განახორციელოს ამ შენობაში მილიონ ნახევრიანი ინვესტიცია და შესაბამისად, იქ მოაწყოს თანამედროვე ობიექტი”, – განაცხადა პაატა კლდიაშვვილმა.
ჯერ ჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ტიპის შენობა მოეწყობა ყოფილი ახალგაზრდული თეატრის შენობის ადგილზე.