მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, სამინისტროების სსიპ-ებში 2016 წელს,
multicat=36 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაიცა 34.608.088 ლარი, აქდან 18.446.121 დანამატია, ხოლო 16.161.967 ლარი პრემია. ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამში გაცემულია 6.966.595 ლარი. უფრო კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო – 3.086.103 ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური – 3.451.180 ლარი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია – 429.312 ლარი. რაც შეეხება კიდევ ერთ სსიპ-ს, შემოსავლების სამსახურს, 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ პრემია-დანამატის სახით ჯამში გაცემულია 26.176.960 ლარი, საიდანაც 13.560.125 ლარი დანამატი, ხოლო 12.616.835 ლარი – პრემიაა. რაც შეეხება სარგოს, 11 თვეში ხელფასის სახით 38.240.743 ლარი გაიცა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3.635.650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3.193.651, ხოლო პრემია – 441.999 ლარს. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პრემია-დანამატის ჯამური თანხის 85% დანამატია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი სარგებელი მიიღეს თანამდებობის პირებმა, რადგან რიგითი თანამშრომლები დანამატს არ იღებენ. პრემია-დანამატის გარდა, 2016 წლის 11 თვეში სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 15.383.880 ლარის ხელფასი.
ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში” 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თანამდებობის პირებზე პრემია-დანამატის სახით გაცემულია 30.720 ლარი. რაც შეეხება ხელფასს, წლის ამ პერიოდში სახელმწიფო სააგენტოში კიდევ 452.040 ლარი აიღეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 2.877.662 ლარის პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი შეადგენს 1.661.624 ლარს, ხოლო პრემია – 1.216.038 ლარს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხუთ სსიპ-ში გაცემულია 1.175.384 ლარის პრემია-დანამატი (აქედან 1.100 ლარი არის დანამატი, ხოლო პრემია – 1.174.284 ლარი). ხუთ სსიპ-ში ხელფასმა 2.531.587 ლარი შეადგინა. შტატგარეშე თანამშრომლებზე აქაც გაიცა ხელფასი 344.949 ლარის ოდენობით.