ეკონომიკა
17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება
2017 წლის 17 იანვრიდან
გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება. ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
" აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება. გალარების აქციას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი. სუბსიდირება ეხება საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 40 ათასი აშშ დოლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებულ ძირითად თანხას.

სესხების გალარების ხარჯების შეღავათიანი კურსით სუბსიდირებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.
გალარების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. საქართველოს ყველა კომერციული ბანკი მზადაა, ყველა მსურველს, რომელსაც გალარება შეეხება, სათანადო მომსახურება გაუწიოს.
მთავრობა არ განახორციელებს სუბსიდიას იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან 2016 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურე ბანკში მისი სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას.

გალარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ლარიზაციის პროგრამის ერთ-ერთი ეტაპია. ის მიზნად ისახავს, მომხმარებლებს შეუმსუბუქდეს სესხის მომსახურების ტვირთი, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.

ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკონომიკის დოლარიზაციას, რაც, თავის მხრივ, ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გაატაროს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ლარიზაცია შეამცირებს როგორც მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე, რაც მის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ასევე ეკონომიკის დამოკიდებულებას გაცვლით კურსზე და უზრუნველყოფს მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სტაბილურ ზრდას.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში
16:30 / 25.06.2019
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში
ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია და
სამრეწველო
19:29 / 19.06.2019
ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია და სამრეწველო
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე
მიღება განაახლა.
14:31 / 10.06.2019

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა.

1 ივნისს ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო.
1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან
გააგზავნის
14:38 / 04.06.2019

1 ივნისს ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო. 1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან გააგზავნის

13:38 / 30.05.2019
"იმერულ ყველს არაფერი აკლია, მაგრამ იმის გამო, რომ მასიურ ყველად ითვლება და სჭირდება
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 19 - 36 °C
img
ქუთაისი 22 - 33 °C
img
ბათუმი 23 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019