ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
multicat=36 თემაზე: “საქართველოს გზა ევროპული ბაზრისკენ-პროფესიული უნარები DCFTA-ს კონტექსტში”- საჯარო დისკუსია მოეწყო, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ურთიერთგაცვლა, კერძოდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) განხორციელების კონტექსტში.
“ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ეს არის ერთ–ერთი მიღწევა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა ევროინტეგრაციის გზაზე. აღნიშნული ხელშეკრულება ჩვენს ბიზნესმენებს მისცემს შანსს, საკუთარი პროდუქცია გაიტანონ ევროპულ ბაზარზე,” – განაცხადა იმერეთის ვიცე გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა.
საჯარო დისკუსიას 50- მდე ბიზნესსექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ისინი დაინტერესდნენ რა გზა უნდა გაიარონ იმისათვის, რომ მათი პროდუქტი ევროპული ბაზრის დახლებზე მოხვდეს.