ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე გაზი აფეთქდა. აფეთქება საავადმყოფოს გვერდით  მდებარე დამხმარე ნაგებობაში – საქვაბე მოწყობილობის შენობაში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა გაიგეს და როცა ადგილზე მივიდნენ, საავადმყოფოს გვერდით მდებარე შენობა კვამლში გახვეული დახვდათ.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა საავადმყოფოს 4 თანამშრომელი.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *