საირმეში კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ. 30 თანამშრომელი ხელფასის 30%-იან მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ მიზერულ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ მუშაობა. მათი თქმით, შენობაში არსებული მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა და ძველი ლიფტი, საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების თქმით, სამუშაო გარემოში არ არის გათბობა და მოუწესრიგებელია საპირფარეშოც.
,,შრომითი პირობების გაუმჯობესების თხოვნით დამსაქმებელს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა შედეგოდ. პასუხი ყოველთვის იყო ტრადიციული ფრაზა: თუ არ მოგწონთ, წადით. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც, პოლიციაც გამოიძახეს. რამდენიმე თანამშრომელი ნარკოლოგიურშიც გადაიყვანეს, რომლებსაც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდასტურდათ,’’-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ისინი ამბობენ, რომ მუშაობას მანამ არ განაახლებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსში” კომენტარს არ აკეთებენ.