პარტია “ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გელათი ინგრევა და ამას ადასტურებს რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩატარებული მეცნიერული კვლევა. მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კულტურის სამინისტროა.
,,ბოლო კვლევა ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მიერ ჩატარებული ადასტურებს ყველაფერს, რაზეც დარგის სპეციალისტები, თვითმხილველები, მე და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ამ დარბაზში მუდმივად გეუბნებოდით. გელათი ინგრევა და იმ მიდგომით, რა მიდგომაც აქამდე აქვს კულტურის სამინისტროს, როცა გასაიდუმლოებული აქვს იქ მიმდინარე პროცესები, როდესაც პროცესებიდან გამოთიშულია სამეცნიერო კომპონენტი და გაუგებარი მეთოდოლოგიით ხდება გელათში მუშაობა, ასე ჩვენ უკვე დავკარგეთ ძეგლის ნაწილი, რომელიც ვეღარ აღდგება და დავკარგავთ უფრო მეტს. ისტორია ყველას დაიმახსოვრებს. მათაც, ვინც ვცდილობდით და მათაც ვინც არაფერს არ აკეთებდით და პირში წყალი გქონდათ ჩაგუბებული. ინგრევა ტაძარი და ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ თეა წულუკიანის“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.