საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.