საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი იყო. საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 18 პროცენტი სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.
გასული წლის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი – თურქეთი იანვარში მეორე ადგილზე მოხვდა. გასული წლის იანვარში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა თურქეთთან 171 748,92 ათასი დოლარი იყო, რუსეთთან კი 128 632,05 ათასი დოლარი. წელს მონაცემები ასეა შეცვლილი: რუსეთი – 263 579 ათასი აშშ დოლარი, თურქეთი – 196 086,3 ათასი აშშ დოლარი.
იანვარში საქართველოდან რუსეთში გაიყიდა (პირველი სამეული):
ფეროშენადნობები: 45 327,6 ათასი აშშ დოლარი;
ყურძნის ნატურალური ღვინოები: 11 235,4 ათასი აშშ დოლარი;
მსუბუქი ავტომობილები: 7 087,3 ათასი აშშ დოლარი.
იანვარში რუსეთიდან საქართველომ იყიდა (პირველი სამეული):
ნავთობი და ნავთობპროდუქტები: 56 671,8 ათასი აშშ დოლარი;
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები: 34 751,3 ათასი აშშ დოლარი;
ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი: 5 870,4 ათასი აშშ დოლარი.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2 806 418,43 ათასი აშშ დოლარი იყო, რუსეთ-საქართველოს შორის კი 2 487 040,81 ათასი აშშ დოლარი.