ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მოწვეული სტუმრებისთვის და მედიისთვის პრემიერა შედგა.
ქუთაისლმა მეთოჯინეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი “ბაბაჯანას ქოშები”, რომელიც
იოსებ გრიშაშვილის ლექსის მიხევდით რეჟისორმა თამაზ იმნაძემ დადგა.
სპექტაკლის მხატვარი და თოჯინების ოსტატი: ვახტანგ ქორიძე
მუსიკალური გაფორმება თამაზ იმნაძე ,ქორეოგრაფი ლევან როხვაძე , ტექნიკური რეჟისორი მარინა გაგოშიძე
მონაწილე მსახიობები: ნანა ოქროიან, თინათინ ნემსაძე, თეა გეგეჭკორი, ნუნუ ქუთათელაძე, მზია მოსიძე, ზაზა იოსებაშვილი, ავთანდილ ჩიქვილაძე, მანუჩარ ბეგალიშვილი
სპექტაკლში წარმოჩენილია იოსებ გრიშაშვილის მიერ აღწერილი ძველი თბილისის ერთ-ერთი სურათი- კრივი, ამქარი, ცეკვა, მეთულუხჩეები, მექისეები …
ამასთანავე აქ იგრძნობთ სევდიან ემოციას , სიძველის განცდით და სიახლის მიღებით. სპექტაკლი ერთნაირად აინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის.
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელწიფო თეატრი 76 წლისაა
ფოტო: ლაშა გაგოშიძე