იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტრანსპორტის გადაადგილების და ელქტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 20 ათასამდე აბონენტი ელექტოენერგიის გარეშეა დარჩენილი.
იმერეთის გუნებრნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ყველა სამსახური მუშაობს, რათა მოსახლეობის პრობლემები დროულად გადაიჭრას.
,,უხვი ნალექის შედეგად რიგ მუნიციპალიტეტებში თოვლის სიმაღლემ 180 სანტიმეტრს მიაღწია. 100-მდე მაღალმთიან სოფელში გზა არის გასაწმენდი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა, ვაპირებთ ტექნიკა კიდევ დავამატოთ. წუხელ 128 გზა გავწმინდეთ. გუშინ ვახსენე, რომ ინტენსიური თოვის შედეგად 50 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, დღეს ეს რიცხვი 20 ათასამდე შევამცირეთ,’’-აცხადებს ზვიად შალამბერიძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ნალექიანი ამინდი 18 თებერვლამდე გაგრძელდება.