რამდენიმე თვეა საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე აპელირებს, თუმცა ეკონომიკის ზრდის პარალელურად იზრდება პროდუქტის და სხვა საჭიროებების ხარჯები.
გაძვირებული ცხოვრების პირობებში ქვეყანას არაერთი ადამიანი ტოვებს და ოჯახის რჩენის მიზნით საზღვარგარეთ მიდის. ჩვენ მოსახლეობას ვკითხეთ გრძნობენ თუ არა საკუთარ ჯიბეზე ეკონომიკის ზრდას, რომელზეც ხშირად სვამს აქცენტს პრემიერ-მინისტრი, მოისმინეთ პასუხები.