ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება.
10 მილიონი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. გარდა ამისა, რეგიონული განვითარების ფონდი 8 მილიონ-ნახევარი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას განცხადებით, მიმდინარეობს ამ საკითხზე დეტალების დაზუსტება.
,,საქმე ყველასთვის ცნობილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება. ეს პროექტები და ჩვენი პრიორიტეტები მედიამ არაერთხელ გააშუქა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხია და განხილვაში აქტიურად უნდა ჩაერთოს მოსახლეობა,’’-ამბობს ირაკლი შენგელია.
ქუთაისის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი 28 დეკემბერს დაამტკიცა. საწყისი ბიუჯეტი 101 481 700 ლარით განისაზღვრა.