ქუთაისში, საახალწლო კონცერტისთვის სცენის მონტაჟი მომდინარეობს.
კონცერტი 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება.
მოქალაქეების მუსიკალურ განწყობაზე ჯგუფი „მგზავრები“, „ოჩოს ქოხი“, „ჩვენი კვარტეტი“, ინდირა ჯგერნაია და DJ Zapa იზრუნებენ.
წელს, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 366 125 ლარი დაიხარჯება.