ქუთაისი ძიუდოში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
საერთაშოროსო ტურნირი 2022 წლის 19 და 20 დეკემბერს გაიამრთება მ. ქორქიასა და ზ.საკანდელიძის სახელობის “სპორტის სასახლეში”.
ქუთაისი ამისთვის 15 000 ლარამდე თანხას დახარჯავს. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ტურნირი ევროპის ორგზის ჩემპიონების, აკაკი კიბორძალიძისა და ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის ხსოვნას მიეძღვნება.