ისრაელსა და ქუთაისს შორის, 2023 წლიდან, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში შეხვედრები გამართა.
თამარ არჩუაძე თელ-ავივში ავიაკომპანია EL AL el Israel Airlines-და Sun D’Or International Airlines ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ასევე, ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომლის ოპერირებაშიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია.
ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე. გენერალურ დირექტორ ჰაგი ტოპოლანსკისთან საუბრის მთავარი თემა ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება იყო.