ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე სასცენო აპარატურით მომსახურებისთვის ტენდერს აცხადებს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სცენის მხატვრული განათება, გარე გამოყენების ეკრანისა და გახმოვანების აპარატურის დამონტაჟება 2022 წლის 31 დეკემბერს.
ტენდერის ღირებულება 28 500 ლარია.
მიმწოდებელი ასევე ვალდებულია მომსახურება გაწიოს ხარისხიანად, ასევე, უზრუნველყოს მაღალი
ხარისხის აპარატურით მომსახურება.