პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ქუთაისის მერიაში არსებული მედიაცენტრი გაქურდა.
Შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მძარცველი ცხელ კვალზე დააკავა და ნივთმტკიცებად ნაქურდალი ტექნიკა ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მინდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
დღეს, დილით ქუთაისის მერიის შენობაში განთავსებული მედიაცენტრი გატეხეს და ჟურნალისტების სამუშაო ტექნიკა წაიღეს. წაღებულია ,,მთავარი არხის’’ ლეპტოპი და ,,ტვ პირველის’’ კამერა.