აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო.

სასწავლო წლის პირველ დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ანსამბლები – ,,ადილა’’ და ,,კოლხა’’ აფორმებდნენ. ასევე, გაიმართა 100%-იანი დაფინანსების მქონე პირველკურსელების დაჯილდოების ცერემონია.

სასწავლო პროცესი ონალინ და ჰიბრიდული სწავლების ნაცვლად ისევ აუდიტორიებში გადაინაცვლებს.

 

,,პირველ კურსზე ვარ, კურსელებს უკვე ყველას ვიცნობ, რადგან ჩვენ ჩათი გავაკეთეთ და ერთმანეთი უნივერსიტეტამდე გავიცანით. დღეს ერთმანეთს იოლად მივაგენით. მიხარია, რომ დინსტანციური რეჟიმის ნაცვლად აუდიტორიებში ვისწავლით,’’-ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი ილია ჯაფარიძე.

წერეთლის უნივერსიტეტემა წელს 1918 პირველკურსელი მიიღო, მათგან 100%-იანი დაფინანსება 13-მა, 70%-იანი 39-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 122-მა სტუდენტმა მოიპოვა.

ჯამში, სამივე საფეხურზე (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) 8500 სტუდენტი სწავლობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *