დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს, საქართველოში 17 774 აბორტი გაკეთდა, რაც წინა წლის აბორტების საერთო რიცხვზე 7%-ით ნაკლებია.

 

NCDC-ის ინფორმაციით, 2021 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ხელოვნური აბორტების წილი 62.7%-ს უდრიდა.

ცენტრის ცნობით, ხელოვნური აბორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25-34 წლამდე ქალების ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება. გასულ წელს, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში 9 414 აბორტი გაკეთდა.

NCDC-ს ინფორმაციით, ხელოვნური აბორტის მეთოდის მიხედვით, 2021 წელს მედიკამენტური აბორტების წილი წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოში 19 039 აბორტი გაკეთდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *