ლატვიის სეიმმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოსვლას ავალდებულებს.

ლატვიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი წესდება ახალ კანონს 2022 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა მოარგოს.

პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა მიმართა. მისი განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოსთან ნებისმიერ კავშირზე უარის თქმა არსებითი საკითხია ლატვიელი მართლმადიდებლების, მთელი საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. პრეზიდენტის თანახმად, დამოუკიდებელ, სამართლებრივ და დემოკრატიულ ლატვიაში მართლმადიდებლებს საკუთარი, დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეთ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *