ქუთაისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა, მენეჯერის, მაია რუხაძის სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს.
მათ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილეების თქმით, უცნობია რის გამო გაათავისუფლეს მენეჯერი სამსახურიდან.
,,მერიის შენობასთან მოვედით იმიტომ, რომ ქუთაისის მერიამ და მთლიანად ქუთაისმა იცის, როგორ შრომობს ქუთაისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, თავისი მენეჯერის საშუალებით. პანდემიის დროს მაია რუხაძე ყველა ბრიგადასთან ერთად დადიოდა და 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვერ შევეგუებით მის გათავისუფლებას,’’-ამბობს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექიმი.
150-მდე მედიკოსი შესაბამისი უწყებისგან პასუხს ელოდება.