ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა, როგორც მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ევროინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო სექტორის როლზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ორგანიზაციები ახლოს იყვნენ მოსახლეობასთან და იმუშავონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ევროინტეგრაციის კუთხით.
,,გზა ევროპისკენ-შინ ევროპისკენ’’ ჩვენ მიერ განხილული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ვიმსჯლეთ ჩვენს როლზე ამ პროცესში. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ჩვენი საქმიანობებით გადავდგათ ნაბიჯები ევროპისკენ. დღევანდელ შეხვედრაზე კოლეგებს ჩვენი პროექტი ,,მედიაწიგნიერება’’ გავაცანით, რომლის ფარგლებში 55 წელს ზევით მყოფ ადამიანებს დეზინფორმაციის და რუსული პროპაგანდის შესახებ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტრენინგებს ვუტარებთ,’’-ამბობს ,,სამართლიანი არჩევნების’’ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი, თეონა გოგიშვილი.
შეხვედრას დღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც თავიანთ მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული პროექტები განიხილეს.
,,ჭიათურაში რთული ეკოლოგიური მდგომარეობაა. გარემოზე მიყენებული ზიანის 80%-ზე მეტი ჭიათურაზე მოდის. კვლევები ადასტურებს, რომ ჩემს ქალაქში ჰაერი საგრძობლად დაბინძურებულია და ეს ყოველწლიურად უარესდება. საიასთან ერთად მოვამზადეთ ნორმატიული აქტის პროექტი, რომლის მიხედვით, ჭიათურაში მანქანების გადაადგილება საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. მანქანებმა კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა იმოძრაონ, დანარჩენ დღეებში კი ქალაქმა ავტომობილებისგან უნდა დაისვენოს. ასევე, ნორმატიული აქტის პროექტში მითითებულია, რომ ავტომობილი უნდა იყოს გამართული, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილების საკითხზე ვახორციელებთ პროექტს. პროექტი 4 რეგიონში მიმდინარეობს. იმერეთის კოორდინატორი მე ვარ,’’-ამბობს ,,ჭიათურათა კავშირის’’ წარმოადგენელი შოთა გაფრინდაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრები, ტრადიციულად, ყოველთვიურად იმართება.