,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში არსებული დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოში რომ ამოქმედდეს, პირდაპირ გამოჩნდება, რომ ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არიან.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, უკრაინაში მოქმედი კანონის თანახმად, ოლიგარქად ითვლება ადამიანი, რომელიც 4 კრიტერიუმიდან სამს მაინც აკმაყოფილებს: აქვს 85 მილიონ დოლარზე მეტი, აქვს გავლენა მედიაზე, აქვს გავლენა პოლიტიკურ ჯგუფებზე და აქვს ბიზნესში მონოპოლიური მდგომარეობა.
,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ჩამოთვლილი ოთხი კრიტერიუმიდან, მხოლოდ ერთს – პირველ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარძე კი სამ კრიტერიუმს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი კობახიძის თქმით, ის შეიძლება ოლიგარქად ჩაითვალოს, რადგან, აქვს 85 მილიონ დოლარზე მეტი, აქვს გავლენა პოლიტიკაზე და პირდაპირ აფინანსებს საკუთარ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის დამადასტურებელი არაინირი მტკიცებულება არ არსებობს.
,,თუნდაც ერთი მტკიცებულება მოიტანეთ იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა ან პოლიტიკაზე ან მედიაზე… არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით ერევა ან პოლიტიკაში, ან მედიაში, მაგრამ რაც შეეხება კეზერაშვილს, ხაზარაძეს და სხვებს, იქ არის უამრავი ფაქტი…”-ამბობს ირაკლი კობახიძე.