ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში”.

 

კონფერენცია ლ.ადეიშვილის თვალის კლინიკის დამფუძნებლის, ოფთალმოქირურგ ლევან ადეიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა 

და მასში მონაწილეობა ქუთაისის კლინიკების მოქმედმა ოფთალმოლოგებმა მიიღეს. ოფთალმოლოგიის თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები აისახა მომხსენებელთა მრავალფეროვან თემებში. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ოფთალმოქირურგმა ლევან ადეიშვილმა, რომელმაც თვალის დაავადებების მკურნალობასა და ქირურგიაში დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა. საინტერესო თემებზე მოხსენებები წაიკითხეს ოფთალმოლოქირურგებმა თამთა აფხაძემ, თინათინ ფარჯანაძემ, ბესო ჭელიძემ და თინათინ სიხარულიძემ წაიკითხეს. როგორც თვალის კლინიკათა ქსელის დამფუძნებელმა ლევან ადეიშვილმა განაცხადა, მსგავსი კონფერენციების დაგეგმვასა და ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *