აგვისტოს თვეში, ქუთაისში მცხოვრები წარჩინებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, ასევე, 29-წლამდე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტიპის ბანაკი მოეწყობა.
კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ ეწყობა ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა და მასში მონაწილეობა 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. ბანაკი 200 ადამიანზეა გათვლილი.
ბანაკი საგანმანათლებლო ხასიათისაა და სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე უტარდებათ ახალგაზრდებს ტრენინგ-სემინარები. ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და საზოგადოებრუვ ცხოვრებაში მათი მონაწილების გაზრდა.
აგვისტოს თვეში ასევე მოეწყობა ბანაკი ქუთაისის საჯარო სკოლების VIII–IX-X კლასის მოსწავლეებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. მათ წარადგენს შესაბამისი საჯარო სკოლის დირექტორი, სოციალური სამსახურის სიებზე დაყრდნობით. ბანაკი 120 ადამიანზეა გათვლილი.
გარდა ამისა, მოეწყობა ბანაკი არასოციალურად დაუცველ განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებების- საერთაშორისო, რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონკურსებზე I; II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეებისთვის და საზაფხულო შემეცნებითი ბანაკი მცირე აკადემია საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეებისთვის.
ბანაკების ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა.