უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინაში “მწამებელთა წიგნი” ამოქმედდება.
მისი თქმით, მასში დოკუმენტირებული იქნება ომის დამნაშაულები.
“მომავალ კვირას იგეგმება სპეციალური “მწამებელთა წიგნის” ამოქმედება — საინფორმაციო სისტემა, რომელიც აგროვებს დადასტურებულ მონაცემებს ომის დამნაშავეებისა და კრიმინალების შესახებ რუსული არმიიდან. არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ისინი ყველა პასუხს აგებენ და ჩვენ ამას ეტაპობრივად ვუახლოვდებით”, — ამბობს ის.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, წიგნში არა მხოლოდ დანაშაულის უშუალო ჩამდენები შევლენ, არამედ ისინიც, ვინც ბრძანება გასცა.
26 მაისს უკრაინის გენერალური პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ თქვა, რომ უკრაინა 14 000-მდე სავარაუდო სამხედრო დანაშაულს იძიებს.
პირველ რუს სამხედროს, რომელიც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.