ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 319 796 უცხოური ვიზიტი განხორცილდა, რაც 2021 წლის იმავე თვის მონაცემს 205,3%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც მაისში საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს:

თურქეთი — 60 184 ვიზიტი;
რუსეთი — 51 561 ვიზიტი;
სომხეთი — 42 606 ვიზიტი;
საქართველო (არარეზიდენტი) — 24 682 ვიზიტი;
ისრაელი — 18 986 ვიზიტი;
უკრაინა — 15 005 ვიზიტი;
აზერბაიჯანი — 12 634 ვიზიტი;
ყაზახეთი — 10 965 ვიზიტი;
ბელარუსი — 9 780 ვიზიტი;
საუდის არაბეთი — 8 559 ვიზიტი;
ინდოეთი — 7 452 ვიზიტი;
ირანი — 7 356 ვიზიტი;
უზბეკეთი — 5 281 ვიზიტი;
გერმანია — 3 674 ვიზიტი;


პოლონეთი — 3 388 ვიზიტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *