უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზაპოროჟიეში ტერაქტი აღკვეთა და მისი ორგანიზატორი დააკავა.
დაკავებულია დნიპროს მცხოვრები, 1966 წელს დაბადებული პირი, რომელიც ტერაქტის მოწყობას ქალაქის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გეგმავდა. უწყების ინფორმაციით, მან ასაფეთქებელი თავად დაამზადა და ის შშმ პირისთვის განკუთვნილ ხელჯოხში დაამონტაჟა.
ბრალდებული კვალის არევის მიზნით, ზაპოროჟიეში დასავლეთ რეგიონიდან, დაგეგმილ ტერაქტამდე ორი დღით ადრე შევიდა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა მისი გამოაშკარავება და დანაშაულის აღკვეთა შეძლო. განეიტრალებულია ასაფეთქებელი მოწყობილობაც.
ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, უკრაინა ტერაქტის მომზადებაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსიას განიხილავს.