ალდო ნიკოლაის ერთმოქმედებიანი კომედია მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გათამაშდა.
აჩემებული სიყვარული, ჟინი და მკვლელობის ჩადენის სურვილი ახალი თავგადასავლის საძებნელად და ძალაუფლების მოსაპოვებლად. ქალი ქმრით და საყვარლით მანიპულირებს, გეგმავს ქმრის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიას, რომელიც პლაჟზე გაცნობილ, ათას ხათაბალაში გახვეულ საყვარელს უნდა შეასრულებინოს- თავად აღმოჩნდება მსხვერპლი.
კომედიის ნახვისას მაყურებელს მსახიობების გარდასახვა, ოსტატობა, ირონია და სარკაზმი ხიბლავს.
დამდგმელი რეჟისორი, მთარგმნელი, მუსიკალურად გამფორმებელი კახაბერ გოგოლაშვილია.
მონაწილეობდნენ: ევა-ინგა კაკიაშვილი, ბრუნო-აბელ სოსელია, მარიო-გელა ებანოიძე.
მხატვარი: თეო კუხიანიძე. სასცენო მოძრაობა გიორგი ქართველიშვილი.
საპრემიერო ჩვენებები კვლავ გაგრძელდება ლ. მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე.