ქუთაისში იაპონელი მხატვრის ჰარადა ტაკეჰიდეს ფიროსმანის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ჰარადა ტაკეჰიდეს ინსპირაციის წყარო გიორგი შენგელაიას ფილმი ,,ფიროსმანი’’ გახდა, რომლის ნახვის შემდეგ იაპონელმა ხელოვანმა ცნობილ ქართველ მხატვარს არაერთი ნამუშევარი მიუძღვნა. იაპონელი მხატვრის თვალით დანახული ქართველი გენიოსის გაცნობა ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გაერეაშია შესაძლებელი. ,,წმინდა ფიროსმანი’’ ასე ეწოდება გამოფენას, სადაც სახვითი ხელოვნების ნამუშევრებთან ერთად ჰარადა ტაკეჰიდეს პოეზიაცაა წარმოდგენილი.
დღევანდელი ღონისძიება საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთიობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. მას ამერიკის საელჩოს პირველი მდივანი იმანიში ტაკაუც ესწრებოდა.
,,ჩვენს საელჩოს ქუთაისთან მჭიდრო კავშირები აქვს, მაგალითად, 10 დღის წინ ქუთაისში საკურები დავრგეთ. ასევე ვახორციელებთ საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგელებშიც ჩატარდა დღევანდელი ღონისძიება. ვფიქრობთ, მსგავსი ტიპის კულტურული ღონისძიებები ქუთაისში მომავალშიც გავაგრძელოთ,’’-ამბობს ამერიკის საელჩოს პირველი მდივანი იმანიში ტაკაუ.
,,გამოფენაზე ჰარადას მიერ დანახულ ფიროსმანის სამყაროა წარმოჩენილი. მას შემდეგ, რაც ჰარადა გიორგი შენგელაიას ფილმს გაეცნო, ფიროსმანი მის სულში ღრმად აღიბეჭდა და ცნობილ მხატვარს ნამუშევრების ციკლი მიუძღვნა. ამ გამოფენაში დამთვალიერებელი ახალ ფიროსმანს აღმოაჩენს,’’-ამბობს ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეის დირექტორი ელისო ჩოგოვაძე.
Ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრები დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ერთი თვის განმავლობაში განთავსდება.