ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს.
სანქცია რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას შეეხება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეეგუება იმას, რაც ბუჩაში და უკრაინის სხვას ქალაქებში მოხდა და კრემლის ზეწოლის მიზნით, მზადაა სანქციები გაამკაცროს.
,,ბუჩაში და ბევრ სხვა ქალაქებში ნანახმა გვაჩვენა, რომ რუსეთის ბრუტალურ ქმედებებს საზღვარი არა აქვს. ქუჩაში დამწვარი ცხედრები და მასობრივი სასაფლაოები არაა სპეციალური ოპერაცია, ამას ომის დანაშაულები ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავეები საერთაშორისო სასამართლოში გასამართლდნენ. მინდა რუს სამხედროებს მივმართო – თუ არ გსურთ კრიმინალები გერქვათ, თუ არა გსურთ თქვენი უკრაინელი დები და ძმები დახოცოთ, იარაღი დაყარეთ.
ის რუსები, რომლებმაც უარი თქვეს იქ ბრძოლაზე, ეს ნამდვილად ღირსეული ქმედებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დანაშაულები დასრულდეს, მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ რუსეთზე ზეწოლა. ყველაფერი სამიზნეში უნდა ამოვიღოთ – დავაწესოთ მეტი სანქცია,’’-აცხადებს შარლ მიშელი.
მისი თქმით, რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის მსგავსად, მალე გახდება საჭიროს ნავთობსა და გაზზე ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება.