აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ს/კ ,,ტორპედოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, სტუდენტებისა და სპორტსმენებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო/შემეცნებითი აქტივობების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ,,ტორპედოს“ შესახებ წიგნის გამოცემა და ა.შ.
დოკუმენტს ხელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ და ,,ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მჭედლიძემ მოაწერეს.
შეხვედრას ს/კ ,,ტორპედოს” პრეზიდენტი დავით კერესელიძე, კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ანა წერეთელი, მედია ოფიცერი თორნიკე ღვინიანიძე, მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი, პროფესორი რობერტ გოლეთიანი და საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები დაესწრნენ.