უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლეთს რუსი ტელეპროპაგანდისტებისადმი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
მინისტრის თქმით, რუსი ტელეპროპაგანდისტები რუს პილოტებზე საშიშები არიან, რადგან პილოტებს საფრთხე მაინც ემუქრებათ, ტელეპროპაგანდისტები კი მშვიდად ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას.
,,პილოტებს ჩამოგდება მაინც ემუქრებათ. მოლაპარაკე თავებს უსაფრთხოდ სძინავთ, შემდეგ გადიან ეთერში და საუბრობენ ბირთვულ დარტყმებზე ან ნატოს წევრ ქვეყნებში შეჭრაზე. დაუწესეთ თითოეულ მათგანს სანქციები. დაბლოკეთ ყველა ტოქსიკური რუსული პროპაგანდა და მისი გამაძლიერებლები”,-წერს დმიტრო კულება.