ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, აქციამ ჰუმანიტარული სახეც მიიღო, აქციის მონაწილეები, უკრაინაში გასაგზავნად ტანსაცმელსა და პირველადი მოხმარების საგნებს აგროვებენ.

,,რამდენიმე დღის განმავლობაში აქ ვიდექით და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებდით. დღეს ამ ყველაფერმა ჰუმანიტარული სახეც მიიღო. ყველას, ვისაც სურს უკრაინელ ხალხს დაეხმაროს, შეუძლია ნივთები და არამალფუჭებადი საკვები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოიტანოს,”-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნანა ჯანაძე.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები წარწერებით: ,,რუსეთი დამნაშავეა მსოფლიოს წინაშე” ,,დაგვეხსენი ჩრდილოელო, რა გვაქვს შენთან საზიარო”, ,,ნატო ჩვენი არჩევანია” და სხვა.

,,უკრაინელი ხალხი არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა იბრძოლო არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს გადასარჩენად. წარმატებებს ვუსურვებ უკრაინელ ხალხს. რითაც შეგვეძლება ნებისმიერი ფორმით გამოვხატავთ სოლიდარობას,”-ამბობს ,,ლეიბორისტული პარტიის” წევრი გაგი ახალაძე.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციები კვლავაც გაგრძელდება.

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ქუთაისში აქცია მეშვიდედ გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *