საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწის ფართობი გადაეცა.
მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა.
,,300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა, რომელიც შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი პატრიარქის, მისი უწმინდესობის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა, ყოველთვის არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლის, განვითარების უმთავრესი წინაპირობა.თითოეულ ქართველ ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე,”-განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.