კოლხური შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში, გაწმენდილი და დამუშავებული ფიგურების მონტაჟი მიმდინარეობს.
ფიგურების მონტაჟის შემდეგ, შადრევნის ქვების გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება. ასევე, ადგილზე მოხდება კოლხური შადრევნის ორი მთავარი ფიგურის – ცხენების გაწმენდა.
სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება განათების სისტემა და მოპირკეთება.
შადრევნის რეაბილიტაცია თებერვლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს კომპანია შპს “დავითი” ასრულებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან შადრევნის რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარი დაიხარჯება.
შპს “დავითი” თანხის ნაწილს, 137 980 ლარს, მიმდინარე წელს მიიღებს, ხოლო დანარჩენი 2022 წლის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება.
სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა სამი წელია.