პარტია ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატების’’თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ეროვნული ბანკის მმართველს საპარსი მოწყობილობები გაუგზავნა.
ამით გოგი წულაიას იმის თქმა სურდა, რომ ბანკები მოსახლეობას ცოცხლად ატყავებენ და ჯობია გაპარსონ.
,,ქათამს პატივს სცემენ და ცხელ წყალში პუტავენ. Ჩვენ ბანკებმა ცოცხლად გაგვატყავეს. აი, საპარსი და გაგვპარსონ მაინც,’’-ამბობს გოგი წულაია.
მისი თქმით, ბანკები მოსახლეობას სესხს გამუდმებით უძვირებენ. ასევე, იმის გამო, რომ პანდემიის პერიოდში სესხები სამი თვით გადაავადეს, ბანკებმა ხელშეკრულებები ისე შეცვალეს, რომ მომხმარებლებს ამის შესახებ არ შეატყობინეს. განსაკუთრებით რთული ვითარება, გოგი წულაიას თქმით, ლიბერთი ბანკშია, რადგან აღნიშნული ბანკი პენსიონრებს და მოწყვლად ადამიანებს ემსახურება.
,,სამი თვე ვითომ რომ გადაგვივადეს სესხები, შემდეგ ხელშეკრულებები შეცვალეს და პენსიორნები 100 ლარით ნაკლებს იღებენ. როცა ვიკითხე რატომ ვიღებ ნაკლებს მეთქი, მითხრეს ხელშეკრულება შეგიცვალეთო. იმის ღირსადაც არ გვთვლიან, რომ ხელშეკრულების შეცვლის შესახებ შეგვატყობინონ. ორი წლის წინ, 5000 ლარი გამოვიტანე, ყოველ თვე ვიხდიდი, გუშინ მივედი და ვუთხარი ერთიანად შევიტან მეთქი და მითხრეს, რომ ჯამში 5200 ლარია გადასახდელი. წარმოგიდგენიათ რა დღეშია ხალხი?’’-ამბობს გოგი წულაია.