სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მილიონ ევროს გადმოურიცხავს.
საქართველოს მთავრობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან საქართველოს სოფლების ინტერნეტით დაფარვისთვის 34 მილიონ ევროს ინვესტიციას მიიღებს, რომელიც სოფლად და რაიონებში მცხოვრებ, დაახლოებით, 500 000 ადამიანს მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მიაწვდის.
ხელშეკრულება ევროკავშირმა საქართველოსთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გააფორმა.
სესხი დააფინანსებს, დაახლოებით, 5 000 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას და იტნერნტკომუნიკაციების ინფრასტრუქტურაზე საქართველოში არსებული სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ღია წვდომას უზრუნველყოფს.
ევროკავშირის განცხადებთ, ინვესტიცია გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს და გაზრდის საქართველოს მდგრადობას კრიზისის მიმართ. ამასთან, ეს პროექტი საქართველოსთვის განკუთვნილი ხუთი წამყვანი ინიციატივიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანას ციფრული უთანასწორობის შემცირებასა და პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება.