გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 52 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 2%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა – 65% ევროპის რეგიონში გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში 79 %-ით, ხოლო ამერიკაში კი 21%-ით.
დადასტურებული შემთხვევებიდან 99.8% ,,დელტა“ შტამს ეკუთვნის . ბოლო მონაცემებით,“ ომიკრონ“ შტამი კი 57 ქვეყანაში დასტურდება.
კვირის განმავლობაში, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსის 752 394 შემთხვევა გამოვლინდა.
მას მოსდევს გერმანია 396 429 შემთხვევით, დიდი ბრიტანეთი 310 696 ინფიცირებულით, საფრანგეთი- 283 500, ხოლო რუსეთი 231 240 დადასტურებული შემთხვევით.