ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.

ორგანიზაციებმა ერთმანეთს განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია.

 

,,ტრადიციულად, ყოველთვიურად ვიკრიბებით ერთმანეთს ჩვენი საქმიანობების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას. კოვიდ პანდემიისა და იმ რეგულაციების გამო, რაც სწრაფი ტესტებისა და PSR ტესტების აუცილებლობას ითვალისწინებდა, შეხვედრები შევზღუდეთ. ახალმა რეგულაციამ მწვანე პასპორტების შესახებ მოგვცა შესაძლებლობა ერთმანეთს კვლავ შევხვედროდით და გაგვეზიარებინა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ჩვენი აქტივობების შესახებ ინფორმაცია. ვიპოვეთ გადაკვეთის წერტილები და ვისაუბრეთ ერთობლივ გეგმებზე. ვიმედოვნებთ შეხვედრები აღდგება,’’-ამბობს ,,სამართლიანი არჩევნების” იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი თეონა გოგიშვილი.

,,ორგანიზაციებმა თავიანთი აქტივობები შეაჯამეს. ვეცდებით საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული და მომავალში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ, რათა ახალგაზრდებისთის და სხვა  სექტორისთვის იყოს ცნობილი ქუთაისში არსებული აქტივობების შესახებ,’’-ამბობს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგი’’ გენერალური მდივანი ლანა თოთაძე.

შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *