3 დეკემბერს, ქუთაისის მერიასთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ზაალ კუხიანიძის სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს არის ჩანიშნული.
აქტივისტს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება.
3 დეკემბერს ქუთაისის მერიასთან, მე-7 მოწვევის საკრებულოს შეკრების დროს აქტივისტებმა აქცია გამართეს, ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და
საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ დაცვამ არ მისცა.