ტყიბულში ღია კარიერზე დაშავებული 65 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
პაციენტი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
კლინიკის ექიმი დავით ჯანაშია ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ტყიბულში მაშველებმა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშა გუშინ, 7 საათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა გუშინ, ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში მოხდა, ღია კარიერზე გამაგრებითი სამუშაოების დროს ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა.
შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.