ევროპული საქართელოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, “აბსოლუტურად გაუგებარია” ლელოს მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა.
ის ლელოს გადაწყვეტილებას არათანმიმდევრულს უწოდებს და მისი თქმით, ეს ნაბიჯი არალოგიკურია საერთაშორისო პარტნიორების თვალშიც.
“…. ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, ოღონდ, აი, რა აბნევს ამომრჩეველს:
არ შეიძლება ერთი მხრივ იყო რაღაც ერთობაში, სადაც იძახი, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგა საერთოდ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და მერე, იმ შეთანხმების შედეგად, რომლის წინააღმდეგიც ვიყავით და ახლაც ვინარჩუნებ ამ პოზიციას, სადაც შედეგი არ დადგა არცერთ საკითხში, უბრალოდ იძახდე, რომ ახლა დამთავრდა ბრძოლის ეს ეტაპი, წარმატებას მივაღწიეთ და პარლამენტში დაბრუნდე … იმედგაცრუება პოლიტიკის მიმართ, მოქალაქეების ნაწილს აქვთ ხოლმე იმიტომ, როცა ხედავენ, რომ ჯამში, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქცევა არათანმიმდევრულად და პატივს არ სცემს მას”, — განაცხადა ბოკერიამ.
19 ნოემბერს, ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, პარტია პარლამენტის ბოიკოტს შეწყვეტდა. ჯაფარიძის თქმით, მათი ბოიკოტის მთავარი მიზეზი სწორედ სააკაშვილის ჯანმრთელობის რისკები იყო. მისი თქმით, პროტესტმა შედეგი გამოიღო. იმავე დღეს, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.