ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

სააკაშვილი 47-ე დღეა შეიმშილობს და მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.
მიმართვას ,რომელიც ქუთაისელმა ექიმებმა შეიმუშავეს სოციალურ ქსელში გავრცელდება და მას ხელს ყველა მსურველი მოაწერს.

ქუთაისში მოღვაწე ექიმების მიმართვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს,
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს

ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ მძიმდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 47-ე დღეა შიმშილობს. გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ და აბსოლუტურ უფლებას.

ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილი გადაიყავნოთ მულტიპროფილურ სტაციონარში, რათა მოხერხდეს მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება.
თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ექიმის, როგორც მორალური, ასევე პროფესიული ვალდებულებაა შეუერთდეს ჩვენს მოწოდებას!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *