ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი დღეს უფრო სუსტადაა და ის გულის ფრიალს უჩივის.
ექიმის თქმით, წინა კოსილიუმთან შედარებით დღეს ჩატარებული ანალიზების შედეგები გაუარესებულია. ყიფშიძე, ასევე, ამბობს, რომ სააკაშვილმა უკვე მისი წონის 10% დაიკლო, რაც საკმაოდ საშიშია.
“დღეს მივიღეთ ტესტების პასუხი და გავიარეთ კონსილიუმთან სასიცოცხლო პარამეტრები. მინდა გითხრათ, რომ წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით 1 კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე ადრე იყო და ა.შ”, — ამბობს ის.
“გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კონსილიუმი დავნიშნოთ ზეგ, პარასკევს, იმიტომ, რომ უფრო ხშირად დავაკვირდეთ. იმიტომ, რომ ახლა შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო უკვე 10% მისი წონის, რაც საკმაოდ საშიშია”, — განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 34 დღეა რაც შიმშილობს.