17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო უბნებზე 56 241 ამომრჩეველი მივიდა, რაც ქუთაისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 36, 59%-ს შეადგენს.
შეყვანა
Ამავე მონაცემებით, პირველ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ
I ტურზე – 35,2% შეადგინა.
დაიწერა 10 საჩივარი. ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხება.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ქუთაისის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: ხატია დეკანოიძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და იოსებ ხახალეიშვილი ,,ქართული ოცნებიდან”.
პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა.